Friday, July 19, 2013

ვაგინებო სრულიად საქართველოსა, შეერთდით!

ფოტო: ლელა რეხვიაშვილი
როგორ მომწონს ეს მოწოდება <3 მაგრამ ვიცი, რომ უმცირესობაში ვარ.
საზოგადოებისათვის სიტყვა ვაგინის ხმამაღლა ხსენება მიუღებელია და ეს აღშფოთებას იწვევს. მერე რა, რომ ყველანი ამ ვაგინებიდან გავჩნდით - ვაგინა ულამაზოა, მისი ხსენება კი სამარცხვინო. ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული პატარა ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ ძალიან ახლობელმა და საყვარელმა ქალმა აი, ასეთი კომენტარი გამიკეთა:


"გაფიცებ მაგ სპექტაკლი რა იყო, გაპარსული, გაუპარსავი, აწი იარეთ მაშინ     შიშვლებმა. შეიძლება პირადული მეგობართან თქვა, მაგრამ რად უნდა მაგას საჯაროდ ლაპარაკი. უფლებები შეიძლება დაიცვათ, მაგრამ ეს სიბინძურე იყო და მეტი არაფერი. გული ამერია და კიდევ თუ აპირებთ ამის დადგმას, ყოჩაღ თქვენ".

როდესაც ქალი, რომელიც ბედნიერ ქორწინებაშია, თვლის რომ ვაგინის ხსენება გულისამრევია, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ძალიან რელევანტურ დროს დაგვიდგამს ,,ვაგინა მონოლოგები". ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ქალს გაჩენის დღიდან უნერგავენ მთავარ მოვალეობას - დედობას, ხოლო პარალელურად აიგნორებენ მის სექსუალურ ბუნებას, ამ ბუნების ყველა გამოვლინება კი ,,ბოზობის" იარლიყს იწებებს.  ბავშვობიდანვე ვეგუებით, რომ ,,ის" ძალიან პრივატულია, ქორწინებამდე არც არავის უნდა ვანახოთ და უმჯობესი იქნება ჩვენც თუ ძალიან არ დავაკვირდებით. შეხება გამორიცხეთ.

პარადოქსული სულაც არ არის, რომ ბიჭის შეძენის პირველივე დღიდან ,,კუტუნების" კულტი მყარდება. ბიჭისთვის ასე მიმართვა მოფერებითი ფორმაა, ხოლო ზრდასრულ ასაკში ,,დაზომება" ერთ-ერთი ჩვეულებრივი, მამაკაცური ჟესტი. არც სექსუალური თავგადასავლების მოყოლაა სათაკილო - პირად ისტორიებს ბიჭები სიამაყით უყვებიან ერთმანეთს და გმირობის შარავანდედითაც იმოსებიან.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქალის სექსუალობის პრობლემა გლობალურია. ქალის ორგაზმი რომ ორგაზმია, ისიც კი მხოლოდ წინა საუკუნეში ,,აღმოაჩინეს". მეცხრამეტე საუკუნეში დაწყებული მსჯელობა მხოლოდ 1950 წელს, უილიამ მასტერისა და ვირჯინია ჯონსონის მიერ იქნა დამტკიცებული მეცნიერულად (ჰოი, წამებულო ვაგინებო! გაიხარეთ, რამეთუ ორგაზმის არსებობა უკვე დადასტურებულია!). რაც შეეხება თავად ვაგინას, შიდა კლიტორის შესწავლა სულ რაღაც 1990 წლიდან დაიწყო. უფრო მეტ ინფორმაციას აქ გაეცნობით ამ საკითხზე. ეხლა კი, დროა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ორგაზმის ლეგიტიმაციისათვის მართლაც რომ ბრძოლაა საჭირო  :)

ძალიან საწყენია, რომ ქალის სექსუალობის პრობლემატიკას მხოლოდ ახალგაზრდა ქალები, და მათი თანამოაზრე მამაკაცები აღიარებენ. საწყენია იმიტომ, რომ ქალებს ყველაზე მეტად სოლიდარობა გვაკლია ერთმანეთთან. მერე რა, რომ ტრადიციული ოჯახები შექმენით, რატომ გგონიათ რომ თქვენ ხართ ის ერთადერთები, ვისი გამოცდილებაც სწორი, მართალი და ყველასთვის მისაღებია? სანამ ქალები არ გავერთიანდებით, ყოველთვის იქნება ბევრი არარეალიზებული, დაკომპლექსებული ქალი, არასაინტერსო სქესობრივი ცხოვრებით. და ამის შესაბამისად, გულწრფელად დაინტერესებული სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით.

ჰო ვიცი, ბევრი ფიქრობს რომ ეს გაზვიადებაა. თუკი გაზვიადებაა, ყველამ სათითაოდ გაიხსენეთ - რამდენი ქალია თქვენს ირგვლივ, რომელსაც ბედნიერი და მრავალფეროვანი სქესობრივი ცხოვრება აქვს? სავარაუდოდ, თუკი თავად თამამ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებით, სამეგობროში ასეთი ბევრი გეყოლებათ. მაგრამ ნუ დავკეტავთ წრეს - გაიხსენეთ ნათესავები, ახლობლები და დარწმუნდებით, რომ მათი რიცხვი არც ისე დიდია. სამაგიეროდ, ბევრი გაგახსენდებათ დაჩაგრული, ხანდახან ძალადობის მომთმენი და გულნატკენი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ გავიაზროთ პრობლემა და ერთმანეთის გაჭორვის ნაცვლად მეტი სოლიდარობა გამოვიჩინოთ. ეს ერთადერთი საკითხია, სადაც კარგი იქნება, თუკი მამაკაცებს მივბაძავთ.



სპექტაკლის თბილისური დადგმა


ფოტო: მარია როხვაძე
საქართველოში ,,ვაგინა მონოლოგები" აქამდეც დადგმულა, მაგრამ სრული სახით და თეატრალიზებულად, სცენზე პირველად 2013 წლის 23 ივნისს, თეატრალურ უნივერსიტეტში დავდგით. ამ უნივერსიტეტის ახალგაზრდა სტუდენტმა (სქესი მამრობითი - რაღა თქმა უნდა) ვერ აიტანა სცენიდან ამ ,,უხამსობის" მოსმენა, სცადა სპექტაკლის ჩაშლა და საბოლოოდ, გაძევებულ იქნა დარბაზიდან. ამას მოყვა გასახდელში მეორე ჯგუფის შემოჭრა, და ჩემთვის ძალიან საინტერსო შეკითხვის დასმა: ,,კურთხევა თუ გაქვთ აღებული"?


გოგოები ვხუმრობდით მერე, რა საინტერესო სცენა იქნება, ვაგინის მონოლოგებზე კურთხევის ასაღებად რომ მიდიხარ :) ეხლა კი მეცინება, მაგრამ როდესაც გამნათებელმაც მიგვატოვა (რომელსაც რეპეტიციები, ცხადია, ნანახი ქონდა) საკმაოდ დავიძაბეთ და დავშინდით. საბოლოოდ, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და მეორე დღეს არაერთგვაროვანი კომენტარებიც მოზღვავდა.

უნდა დავაკოპიო ერთ-ერთ ფორუმზე ცინიკურად დაწერილი პოსტი, რომელსაც ვეთანხმები, და ავხსნი კიდევაც რატომ:

"ნუ გასაგები სიტუაციაა, ამდენი ხნის მანძილზე ჩაწიხლული და დაჩაგრული მდედრული საწყისი არტახებისგან თავისუფლდება, თითქოს თვრება და ტკბება მიღებული თავისუფლებით.  აი მოზარდები რომ ძაან კაცობენ/ქალობენ და "უ ზ დ რ ე ლ უ რ" სიტყვებს ამბობენ თამამად, ზოგჯერ კედლებზეც რომ წერენ და ბედნიერი არიან ამით - დაახლოებით ეგ სიტუაციაა. გავა დრო და ჭეშმარიტად თავისუფალი ქალების საზოგადოება გაიზრდება, დაღვინდება და ერთხელაც ღიმილით გაიხსნებს საკუთარ პუბერტადულ დესტრუქციას".

ყოჩაღ! მიუხედავად ცინიზმისა, ძალიან კარგად არის ახსნილი ,,ვაგინა მონოლოგების" არსი. მართლაც, იმისთვის უნდა ვიძახოთ ვაგინა ძალიან ხმამაღლა, და იმისთვის უნდა ვისაუბროთ ძალიან პირადულ თემებზე, რომ ერთ დღესაც მართლაც თავისუფალი ქალების საზოგადოება შევქმნათ! ნუთუ ეს ძალიან კეთილი მიზანი არ არის?

სპექტაკლი ისევ დაიდგმება!

დიახ, 23 ივლისს, სპექტაკლს ისევ დავდგამთ. აქ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. თუკი არ იცით სპექტაკლის შინაარსი, ძალიან მოკლედ შევეცდები მიმოხილვა გავუკეთო.

,,ვაგინა მონოლოგები" ივ ენსლერის ცნობილი პიესაა. ენსლერმა 200 ქალთან ჩატარებულ ინტერვიუებს დააფუძნა პიესა, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მონოლოგი ერთი ან რამდენიმე ქალის ნამდვილ მონათხრობს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ძალიან მსუბუქად და ზომიერად ხდება ამის მოწოდება. მონოლოგების დიდი ნაწილი იუმორითაა გაკეთებული და ძალიან ყურებადს ხდის სპექტაკლს. საინტერესო განცდაა, როდესაც ზიხარ და უცებ სრულიად სხვა ქვეყანაში გაკეთებული სპექტაკლიდან ამდენი, შენთვის ძალიან ნაცნობი და პირადული თემა მოდის. უცებ ხვდები, რამდენად გლობალურია ქალის სექსუალობის პრობლემა, იმისდა მიუხედავად, რომ ფილმებიდან უცხოელი ქალი ძალიან თავისუფალი და უპრობლემო გვგონია. 

და მთავარი: სპექტაკლში ჩვეულებრივი ქალები მონაწილეობენ :)) არავინ არ არის პროფესიონალი. სპექტაკლი მრავალ ქვეყანაში იდგმება ყოველწლიურად, და შემოსული თანხა ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციებს ერიცხებათ. 

ასე რომ, მეგობრებო, მოდით სპექტაკლზე, გავერთიანდეთ და გამოვითხოვოთ ჩვენი სექსუალობა <3




31 comments:

  1. ვაგინებო სრულიად საქართველოსა, შეერთდით!

    ReplyDelete
  2. მე მიყვარს ჩემი ვაგინა, ჩემ ქმარსაც უყვარს ჩემი ვაგინა, ჩვენ ორივეს გვიყვარს ჩემი ვაგინა :)))) ჩვენ ასევე ძალიან გვიყვარს ჩემი კლიტორი, მე და ჩემი კლიტორი მაშინაც არ ვიწყენთ, როდესაც მარტოები ვრჩებით, იმიტომ რომ ძააააააალიან ბევრჯერ ზედიზედ შეგვიძლია რომ გავათაოთ :))))

    ReplyDelete
    Replies
    1. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს იმისთვის, რომ სხვამაც შეგიყვაროს ;) აბა როგორ!

      Delete
  3. ერთხელაც, სამეგრელოში ჩასულს, ერთ–ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა (თვალჩინა ჰქვია), ცოტა გაკვირვებული დამტოვა "კუტუ" რომ მიწოდა. თან ისე საყვარლად მომმართა, რომ არ ვიცოდი უნდა გავბრაზებულიყავი თუ უნდა გამხარებოდა. მერე თავის შვილს (გოგოს) "ფუჩუ" რომ დაუძახა, მივხვდი, რომ "კუტუ"–ს წოდება უნდა გამხარებოდა და ყოველ ასეთ მომართვაზე "სიხარულით" ვბჟირდებოდი.
    წლების შემდეგ, "კუტუს" ასაკიდან გამოსული, იმავე სოფელში ჩასული დარწმუნებული ვიყავი, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები "ზრდასულ კუტუს" (ე.წ. "ყ**ს") არ მიწოდებდნენ და თამამად შევაბიჯე სოფელში. ერთ დღესაც ერთი ასეთი მოკლე დიალოგის მოწმე გავხდი. მე და ჩემს ძმას, რომელიც, მართალია ჩემზე სამი წლით უმცროსი, მაგრამ ასევე გამოსული იყო "კუტუ"–ს ასაკიდან, სოფელში ერთი ადგილობრივი (დაახლოებით 34–35 წლის) ქალბატონი შეგვხვდა. ეს ქალბატონი მე უკვე მყავდა იმ დღეს ნანახი, ამიტომ მხოლოდ ჩემს ძმას მიესალმა:
    – გამარჯობა კუტუ!
    ჩემი ძმის პასუხმაც არ დააყოვნა:
    – გაგიმარჯოს ფუჩუ!..
    ეთუ, ახლაც მახსოვს იმ ქალის რეაქცია და ეს რეაქცია კიდევ ერთხელ დამიდგა თვალწინ, შენი ამ პოსტის კითხვის დროს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. აჰაჰა, აი, ავყირავდი ამას ქვია :)) შენს ძმას გადაეცი, კაი ტიპი ხარო <3

      Delete
    2. wow :O სადაა ეგ სოფელი, must visit place-ია :D

      Delete
  4. კარგი საქმეა. ამ კულტურულ შოკირებას (რომელსაც აგრესიის პარალელურად, თემაზე საუბრის უნარის გამომუშავება, შეგუება და შეცნობა სდევს თან) ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსებიც უნდა დაემატოს. სექსუალურ, რეპროდუქციულ და გენდერულ თემებს სახელმწიფოს და მის უტვინო განათლების სისტემას ვერ ვანდობთ, თავად უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა. მითუმეტეს, ახალი თაობა საინფორმაციო დეფიციტს ისედაც ინტერნეტით ივსებს (და ძირითადად უვარგისი მასალით).

    ReplyDelete
    Replies
    1. შოთა, მადლობა.

      ბლოგის მომავალი პოსტების ბევრი იდეა მაქვს, ზოგიერთი ისევ პირადული იქნება, ზოგიერთი უფრო სალექციო ან კრიტიკული ანალიზის ტიპის. ვნახოთ, რამდენად საინტერესო გამოვა :))

      გეთნახმები, რომ საუბრის წამოწყება უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მონოლოგებიც მაქეთკენ გადაგმული ნაბიჯია სწორედ და მიხარია, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ სპექტაკლის დადგმაში.

      Delete
  5. saavtoro uflebebi ratom ar aris daculi fotoebze?

    ReplyDelete
    Replies
    1. მარია, ჩვენივე გადაღებული ფოტოებია :)) რეჟისორის კამერით :) რომელი საავტორო უფლება უნდა იყოს დაცული?

      Delete
    2. არა, მეშლება. მეორე ფოტოს ავტორი არ ვიცი. ჩვენმა მონაწილემ გადმომცა და ავტორი არ დაუსახელებია.

      Delete
    3. თუკი თქვენ ხართ მაგ ფოტოს ავტორი, გადავამოწმებ და აუცილებლად მივუთითებ :)

      Delete
  6. Replies
    1. ჩავასწორე :) ახალი ვარ ბლოგზე, ეგ ფუნქცია ეხლა აღმოვაჩინე მხოლოდ. მადლობა შენიშვნისთვის.

      Delete
  7. მე მაგალითად არანაირი აგრესია და პრობლემა არ მაქვს იმასთან რასაც ჰქვია პერფორმანსი. ეს სპექტაკლებიც ხომ პერფორმანსია, მოსულა, მარა კონცეფცია რა არის აი ამ ყველაფრისა, ის რომ ქალია დისკრიმინირებული, ის რომ ქალის ვაგინა ტაბუდადებულია და კაცის ყლე ტაბუ ახსნილი თუ რა, აი ამიხსენით, მე ჩემს მეგობარ გოგოებს ვაგინა ვეძახო და მათ კუტუ-ყვერკვერცხა-ყლე თუ რა :) სასქესო ორგანოებამდე დაგყავთ პიროვნული იდენტობა? :| კაკტა სტრანნა

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობთ კომენტარისთვის. თქვენს კითხვებზე პასუხი, ვფიქრობ, პოსტში ამომწურავადაა გაცემული :)) კუტუნებს ბიჭებს ისედაც ეძახიან, ამის საჭიროება არ არის ნამდვილად. და მგონი არსად წერია პოსტში, რომ ქუჩაში ვიძახოთ ვაგინა (თუმცა, ყ***ს სხვადასხვა კონტექსტში ხშირად გაიგონებთ ქუჩაში, ბიჭებისგან; ისევე როგორც დედის მ*****–ელ სხვადასხვა ბრუნვაში) :)

      Delete
  8. ვიყავი, მომეწონა, ცუდი ის იყო, რომ ზუსტად 2 დღით ადრე წავიკითხე, არ მეგონა თუ ისევ იდგმებოდა, ამიტომ ყველა ტექსტი ფაქტიურად ზეპირად ვიცოდი და 'ის ეფექტი' აღარ ჰქონდა.

    თუმცა, რამდენიმე ადამიანის შესრულებამ ძალიან მომხიბლა. რამდენიმემ - არა.

    ყოჩაღ, კარგია, ასეთი საგანმანათლებლო საქმიანობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე პირდაპირ თქმა მათთვის, ვისაც არაფრის გაგონება და გააზრება არ უნდა.

    ReplyDelete
    Replies
    1. უღრმესი მადლობა! ჰო, როდესაც არ იცი მონოლოგები, უფრო ეფექტურია :) თან ინგლისურად თუ წაიკითხრ, ქართულში დაიკარგა რამოდენიმე ეპიზოდი. მაგრამ მშვენიერი თარგმანია საბოლოოდ :))

      იმედია, მე მოგეწონა ჩემი შესრულება ;)

      Delete
  9. პიესა საინტერესოა, ქალებზე ძალადობის თემაც ძალიან აქტუალურია, არამარტო ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოში, მაგრამ ზღვარი აუცილებლად უნდა არსებობდეს მორალურს და ამორალურს შორის. რაღაცა კარგია, მაგრამ, რაღაცა ცუდი. მაგალითად ქორწინებამდე უბიწოება არჩევანია და არა იძულება ანდა ქალთა დისკრიმინაცია. გოგოებს კი არ უნდა "ვასწავლოთ" რომ ქალიშვილობა მოძველებული ცნება და გოიმობაა, პირიქით, ბიჭებს უნდა ავუხსნათ ბავშვონიდანვე რომ უბიწოება მათაც ისევე მოეთხოვებათ, როგორც გოგონებს და პირველი სექსუალური ურთიერთობა აუცილებლად სიყვარულით უნდა მოხდეს და არა ბიძის/მამის/ ძმაკაცის ფულით.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა კომენტარისთვის :) პიესა მართლაც კარგია, კარგი იქნებოდა გენახა <3

      რაც შეეხება გოიმობას, გოიმობა ქალიშვილობის ინსტიტუტი ნამდვილად არის, რასაც მოყვება აპკის აღდგენითი ოპერაციები, მოწმობები და ასე შემდეგ, თორემ, რასაკვირველია - ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც თავად სურს. ჩარცოები არცერთი მხრიდან არ ვარგა. თუმცა, აქცე არვნიშნავ, რომ ქალიც ადამიანია, და სქესობრივი მომწიფების ასაკიდან, მას ეს სურვილები უჩნდება და ეს ბუნებრივია. სწორედ ამიტომ, მე აუცილებლად მიმაჩნია სქესობრივი განათლების შემოღება.

      მე კარგად მახსოვს ჩემი თავი, და არაერტ მეგობართან მისაუბრია, თუ როგორი ემოციები იყო ინფორმაციის სრულ არარსებობაში საკუთარი სექსუალობის აღმოჩენა. მართლა ვერ ვიგებ, რატომ ჰქონდათ ჩვენს მშობლემა ამხელა პრობლემა ამ თემაზე საუბრის. მე იგივე შეცომას არაფრით არ დავუშვებ ჩემს შვილთან.

      ბიჭებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ჯობია საყვარელ ადამიანთან მიიღნ პირველი გამოცდილება, და არა სექს-მუშაკთან, სადაც ხშირ შემთხვევაში სტრესულ სიტუაციაში მიყავთ. ეს წნეხი, რაც გოგოებს ადევს, საპირისპიროდ აწვებათ ბიჭებს- თუკი ბევრ ქალთან არ გქონია სექსი, გოიმი ხარ, თუკი ვაჟიშვილი ხარ, დასაცინი გახდები და ა.შ.

      Delete
  10. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  11. კი, სქესობრივი განათლება ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ ისევ გავიმეორებ, მთავარია ზღვარი არ წაიშალოს მორალურსა და ამორალურს შორის. ქალიშვილობა მართლაც რომ გააზრებული არჩევანი უნდა იყოს და არა იძულებითი. და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მგონი მშობლები არიან. 
    რაც შეეხება ჩვენს მშობლებს,  არ იცოდნენ რა ეთქვათ და როგორ, რადგან სავარაუდოდ მათაც არავინ არ დალაპარაკებიათ როცა საჭირო იყო. ან იქნებ თვლიდნენ რომ არაა საჭირო ზედმეტი საუბარი, ისედაც გავიგებთ ყველაფერს. რაც არ უნდა იყოს მე ჩემს შვილს ყველა კითხვაზე ვუპასუხებ ყოველგვარი წეროების და კომბოსტოების გარეშე :)
    P.s. პიესაში ყველაზე მეტად შოკისმომგვრელი ბელგრადის ამბები იყო. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი თუ შუაგულ ევროპაში ასეთი რამეები ხდება დღეს! :(

    ReplyDelete
    Replies
    1. ინგლისური თუ იცი, რამოდენიმე სტატია მაქვს მაგ ომზე, ინტერვიუებიდან ამონარიდებით. შოკისმომგვრელია, მაგრამ დანაშაულიც კია ამ ამბების არ ცოდნა. არადა ჩვენთან ამაზე არავინ ლაპარაკობდა, არ სუქდებოდა ეგ მოვლენები სათანადოდ. მე მხოლოდ ბუდაპეშტში სწავლის დროს გავიგე ამ ომის საშინელი დეტალების შესახებ - საგანი მქონდა აღებული ,,ომის და გენდერი", რომელიც ეხლა მინდა რომ მე წავიკითხო ,,სოციალური მეცნიერებების ცენტრში", გენდერის ფაკულტეტზე. იმედია, ვინმე მაინც არიჩევს ჩემს კურსს :))

      Delete
  12. ჰო, ისევე როგორც ბევრი რამე არ შუქდებოდა... არადა თითქოს ყველას გაგვიგია რომ ბელგრადი დაბომბეს, მაგრამ ვინ, რატომ, როდის და რა ხდებოდა იქ რეალურად ძალიან ცოტამ იცის...
    კი, მინდა სტატიები

    ReplyDelete
    Replies
    1. რიდერისთვის ქსეროასლებს როცა გავაკეთებ, შენთვისაც გადავიღებ და მოგცემ ოდესმე :)

      Delete
  13. იგეგმება ამ სპექტაკლის კიდევ დადგმა? მეც გამაგებინეთ, რა! :) მსახიობად ვერა და გულშემატკივრად გამოვდგები :)

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
    2. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს ახალი მოხალისეების გუნდი შედგება და ისევ დაიდგმება სპექტაკლი :) რაც მთავარია, სრული ტექსტები, დამუშავებული და ქართულ ენაზე მორგებული უკვე არსებობს :)

      Delete
  14. ვერ მეტყვით, პიესა სად ვნახო? სრული ტექსტი. ძალიან მაინტერესებს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ანინა, სალამი. ინგლისური ან რუსული ტექსტი ინტერნეტშინც უნდა იყოს (ეგებ ვცდები, მე არ მიძებნია). ქართულს რაც შეეხება, მთლიანი, დამუშავებული ვერსია აქვს იდენტობას. უნდა დაუკავშირდეთ და იკითხოთ. არა მგონია, გადმოცემის პრობლემა იყოს :)

      Delete