Wednesday, August 7, 2013

როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი I

ეს პოსტი ეძვნება ყველა ქალსრომელსაც ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილის გაზრდა/აღზრდა მარტოს მოუხდა და ფინანსური დახმარება არ ითხოვა
.
უცნობი ავტორი
ალიმენტი მტკივნეული თემაა საკმაოდ ბევრი ქალისთვის. რატომღაც, მისი მოთხოვნა თავმოყვარეობა/სიამაყის, სისუსტისა და სიძლიერის დილემებს წარმოშობს. ამ საკითხის პრობლემატურობა ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს, რომ კულტურაში მამის პასუხისმგებლობის საკითხი სათანადოდ არ არის არც დასმული და არც გააზრებული. 

დააორსულოს ქალი, ეს მამაკაცისათვის ერთგვარი მისია და წარმატებაა. თუნდაც ოჯახს გარეშე, თუნდაც ოჯახს მიღმა – მთავარია ცოლი უყვარდეს, თორემ ყველა კაცი კაცია და გაექცევა თვალი ხანდახან. მეტნაკლებად, ცოლსაც ,,ესმის" ეს და შვილებსაც. ,,განზე გაკეთებული" შვილის მიხედვა კი რა მისი საქმეა? ქალს თუ არ უნდა, მოიშოროს – რაც მის სხეულს არ ეხება, არც მისი პრობლემაა. საუკეთესო შემთხვევაში, აბორტის ფულს გაუგზავნის. მეტი რაღა ქნას?

ამის პარალელურად, ყოველდღიურად გვესმის, რომ დედობა სხვა განცდაა, დედობა ქალის მოვალეობაა, ეს ბიოლოგიური საათია ქალის ორგანიზმში, დედობა, დედობა, დედობა, დიდება დედებს და ა.შ. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ბიჭს უნერგავდნენ ქორწინებამდელ (თუ მას შემდგომ) სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილებს ვინ ჩივის, რამდენჯერ გამიგია, რომ გაშორებულ ცოლებს არ უხდიან ალიმენტს. და მართლა ვერ ვხვდები, როგორ ახერხებენ ბიჭების მშობლები ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანების გამოძერწვას. 

ცხადია, ამას ბევრი კულტურული ასპექტი აქვს, ამ შემთხვევაში კი ერთზე შევჩერდები: პატრიარქალური მიდგომები მამაკაცის სქესობრივ აქტივობასთან მიმართებაში  უპირველესი საფუძველია იმისა, რომ მომავალში მამაკაცს მოჩლუნგებული ქონდეს ამ სქესობრივი აქტივობის შედეგისადმი პასუხისმგებლობა.

რატომ უნდა მოვითხოვოთ ალიმენტი?


ეს ჩემი აზრია, მაგრამ ვთვლი, რომ არასოდეს არ უნდა დათმოთ ის, რაც კანონიერად თქვენს შვილს ეკუთვნის. აბა დაფიქრდით: რატომ არის ალიმენტის მოთხოვნა მათხოვრობა და რატომ არ არის შვილისთვის კუთვნილი ფინანსური დახმარების დაკარგვა უპასუხისმგებლობა? რატომ ითვლება სიძლიერედ ყველაფრის მარტო გამკლავება (რაც ხშირ შემთხვევაში ისევ ბავშვს აზარალებს ან ნაადრევად გაბერებთ თქვენ) და  რატომ არ ითვლება სისუსტედ ვალდებული მხარისათვის პასუხიმგებლობისგან გაქცევის ხელისშეწყობა?

ერთხელ ასეთი არგუმენტიც მოვისმინე: ბიოლოგიურ მამას ცოლშვილი ყავს, ისეც არ აქვს საშუალება, მიყვარს და ასე ვერ მოვექცევიო. შე კაი ადამიანო, სექსი რომ ქონდა, დაავიწყდა ის ,,კანონიერი" შვილები როგორი ჩაისახნენ? ცოლისთვის ღალატს რომ ახერხებდა და თავის დაცვა არ ახსოვდა, არ იცოდა სექსის მერე ბავშვები რომ ჩნდებიან? გასაგებია, რომ იგივე ქალსაც უნდა ახსოვდესმეც უნდა მხსომებოდა მათ შორის, მაგრამ ისევ კულტურის ზეგავლენა და სექსის ტაბუირებაა, ქალის სექსუალობის მუდმივად მიჩქმალვა, რომ ეს ქალები აზრზე გვიან მოდიან და ბევრად გაუფრთხილებლები არიან ,,ეს მე არ მომივა" პრინციპით. ქალის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დგას და პრიციპში, როდესაც ქალი ბავშვის ზრდის ეს სწორედ ამ პასუხიმგებლობის აღებაა. თუმცა, მე მაინც მამაკაცი მგონია მეტად პასუხისმგებელი თავდაცვის საკითხში. ბოლოს და ბოლოს, სპერმა მისი სხეულიდან გამოედინება, და თუკი არასასურველი შედეგები არ სურს, ინებოს კეთილი და გააკონტროლოს მისი ჩადინების მიმართულება.

ალიმენტის მოთხოვნა ყველაფერია გარდა მათხოვრობისა. ეს არის ის მინიმუმი, რაშიც ბიოლოგიური მამა კანონმდებლობით არის ვალდებული. მაშინ, როდესაც აღზრდას ერთი მშობელი (დედა) კისრულობს, მინიმუმ ფინანსური ხარჯი ნამდვილად უნდა გაინაწილოს მამამ.

ეხლა არც კი მჯერა, რომ ამას ახსნა ჭირდება. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს საკითხი წამოიჭრება, ჩნდება საპირისპირო აზრი და მახსნედება ჩემი თავი 4 წლის წინ. როდესაც ფორუმზე სახელმწიფოს მხრიდან დახმარების არარსებობაზე ვწუწუნებდი, ერთმა ფორუმელმა საკმაოდ უხეშად შემახსენა, რომ ჯერ ალიმენტი უნდა მოითხოვოო. მაგ დროისთვის ჯერ კიდევ გაჭედილი ვიყავი ,,გმირი" დედის ,,მე ყველაფერს მარტო შევძლებ" როლში, ამიტომ ვერანაირად ვერ დავაკავშირე - რა შუაში იყო ალიმენტი და სახელმწიფო დახმარება.

დღეს, როდესაც იგივე რჩევას ვაძლევ სხვას და იგივეს ახსნა მჭირდება, ვხსნი - იმ შუაშია, რომ ბიოლოგიური მშობლები (დედაც და მამაც) პირველ რიგში არიან პასუხისმგებლები ბავშვის წინაშე. თუკი რომელიმე მათგანს ჩვენივე ნებით ვაშორებთ ამ პასუხისმგებლობას, არავითარი უფლება არ გვაქვს პასუხისმგებლობა თუდნაც სახელმწიფოს დავაკისროთ. ამიტომ, ,,საცოდავი ქალობა" ალიმენტის მოთხოვნა კი არაა, სწორედ მამის უპასუხისმგებლობასთან შეგუებაა. მაშინ, როცა ბიოლოგიური მამა ვალდებულებას გაურბის, ალიმენტის მოთხოვნა საკმაოდ გრძელვადიანი ბრძოლინუარიანობის გამოჩენაა, რასაც მტკიცე ნებისყოფა და ძლიერი ნერვები ჭირდება. თუ არ გჯერათ, მაშინ თვალსაჩინოებისათვის განვილიხილოთ კონკრეტული მაგალითი.

საუბრები ნახმარ ტანსაცმელზე, ანაბრებსა და ბავშვის განათლებაზე


ჩემი შვილი დაახლოებით 2 წლის იყო, როდესაც ბიოლოგიურმა მამამ მისი ნახვის სურვილი გამოთქვა. რამოდენიმე თვის შემდეგ კი ფინანსურ დახმარებაზე დალაპარაკებაც გადავწყვიტე. პირადმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა და შევთანხმდით, რომ კონკრეტულ თანხებზე მიმოწერით მოვილაპარაკებდით:

მე. 4 მაისი, 2011.
„(...) მოკლედ, ეხლა შენსგან ველოდები პასუხს. ჩემი აზრით, გავხსნათ ანაბარი, სადაც ჩარიცხავ ხოლმე თანხას. რაც არ დამჭირდება, ის დაგროვდება ბავშვის სახელზე ან გაუთვალისწინებელ სიტუაციაში გამოადგება ისევ მა.




ბიოლოგიური მამა, 19 მაისი, 2011

 
პირველ რიგში, დავაკვირდეთ ტონს, სიტყვების არჩევანს: ,,ანაბრის გახსნა გამორიცხე“. პარალელურად, აცხადებს უნდობლობას მხოლოდ ,,ინვოისის საფუძველზე“ პირდაპირ ბაღისათვის ჩარიცხვაზეა თანახმა. სხვა თემაა ,,ნახმარი ტანსაცმელი“ - მეწვრილმანეობას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ არაპოლიტკორექტულია.

მე, 21 მაისი, 2011




ამ წერილის შემდეგ 300 ლარის გადახდაზე შევთანხმდით. თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები შემდგომ, და რა ხდებოდა სასამართლოზე - ამას ბლოგპოსტის მეორე ნაწილში დავწერ. იურიდიული დახმარების კუთხით დაინტერესებულ ადამიანებს კი ვთხოვ, გაეცნონ პოსტ სკრიპტუმს.



პ.ს. სასარგებლო ინფორმაცია იურიდიულ საკითხებზე:

  • ორგანიზაციები, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ: 
  1. ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), ოფისის ნომერი: 295-29-34/294 99 26; 
  2. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, ცხელი ხაზი: 272-67-17
  3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული კონსულტაცია: 299-50-76
  4. აღსრულების ეროვნული ბიურო, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელთ გაქვთ, მაგრამ მოპასუხე თავს არიდებს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიმართოთ, 274-96-49

  • ალიმენტის პროცესზე ბაჟისგან გათავისუფლებულია ნებისმიერი მოქალაქე, იქნება ის სოციალურად დაცული თუ დაუცველი. სარჩელის მომზადება იმდენად მარტივი ამბავია, რომ ადვოკატის აყვანის გარეშეც, რომელიმე არასამთავრობოს შეგიძლიათ მიმართოთ თხოვნით და მოამზადებინოთ.
  • თუკი მამობა დადგენილი არ არის, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს შუამდგომლობა, და ექსპერტიზის საფასურის გადახდა მხოლოდ დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება. შესაბამისად, თუკი მამობა დადგინდა, დეენემის ანალიზის საფასურის, 1500 ლარის გადახდა ბიოლოგიურ მამას დაეკისრება. 
  • როდესაც მამობა დადგენილია, სასამართლო პროცესიც მარტივად ვითარდება. არ დაიჯეროთ, როდესაც გეტყვიან, რომ თუკი ოფიციალური შემოსავალი არ აქვს, სასამართლო მამას არაფერს დააკისრებსო - რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ან მოგიწევთ რომ დაამტკიცოთ მისი სხვა შემოსავალი, ან მცირე თანხას დაჯერდეთ. თუმცა რაღაცას აუცილებლად დააკისრებს მშობელს სასამართლო. და რომ იცოდეთ, არა მხოლოდ უშუალოდ მშობელი, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც კი ითვლებიან ვალდებულად საჭიროების შემთხვევაში.

არასასარგებლო ინფორმაცია პირადი გამოცდილებიდან:


არასამთავრობოებთან ჩემი პირველი შეხება ალიმენტის თემას უკავშირდება. მიუხედევად სიტყვიერი შეთანხმებისა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა არ იყო თანხის გადამხდელი, ამიტომ, სანამ სასწავლებლად უცხოეთში წავიდოდი, ვცადე წინასწარ გამერკვია სიტუაცია. ვნახე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, რომელიც საკმაოდ რესპექტაბელურად გამოიყურებოდა და მივედი კიდეც კონსულტაციაზე. ორგანიზაციამ დახმარება აღმითქვა, ამიხსნა, რომ მინდობილობა სკაიპითაც კეთდება და თუკი დამჭირდებოდა, შემეძლო მათთვის უცხოეთიდანაც მიმემართა. სანამ ქვეყანას დავტოვებდი, კიდევ ერთხელ დავრეკე, ისევ დამიდასტურეს თანადგომა და გულდამშვიდებული გავემგზავრე.

ზუსტად ერთ თვეში დავდექი ამ საჭიროების წინაშე. მე, საკუთარი წინდახედულებით კმაყოფილმა, სასწრაფოდ ვაფრინე წერილი აღნიშნულ ორგანიზაციაში. პასუხად მივიღე, რომ დირექტორი საქართველოში არ იმყოფებოდა, და მომწერდა დაბრუნების შემდეგ. ორი კვირის შემდეგ ისევ მივწერე, და მიპასუხა:

 საკიხი ამგვარად დგას, ამჟამად ჩვენ ყველა საქმეზე ვერ ვმუშაობთ, და ვშიშობ რომ ამ საქმეზეც ვერ ევძლებთ ადვოკატირებას. რესურსები გავქვს ძალიან ეზუდული და მხოლოდ სტრატეგიულ საქმეებზე გვიწევს მუშაობა, სხვა მხრივ ადვოკატების რაოდენობა საკმარისი არ არის ორგანიზაციაში. რაც შეეხება კონსულტაციების გაწევას, ეს რა თქმა უნდა პრობლემა არ არის“.

<3 რა ხელგაშლილობაა! რასაკვირველია, მანამდე არ იცოდნენ რა რესურსები აქვთ. მოულოდნელად შეიტყვეს და მეც გამაგებინეს. არც ის იცოდნენ, ,,სტრატეგიული“ საქმე რომ არ არის ალიმენტი. ბევრი რომ არ გავაგრძელო - გადამაგდეს. სასწრაფოდ უნდა მენახა სხვა ორგანიზაცია. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) რეგიონალურ ფილიალს მივმართე. ვწერდი, რომ ვარ უცხოეთში, და ასე შემდეგ. და მივიღე პასუხი:

,, (...) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მობრძანდეთ ჩვენს 
ოფისში, მისამართი (…)“.

ჰო, რაღა დაგიმალოთ, და შოკში ჩავვარდი. ძალიან ბანალურია, მაგრამ ჩემი წერილი ბოლომდე არ წაიკითხეს. ამის შემდეგ ხელი ჩავიქნიე, მაგრამ თვითმფრინავში შემთხვევით გაცნობილი ადამიანი დამეხმარა, თბილისის ოფისთან მიშუამდგომლა და საბოლოოდ რეგიონალურმა ოფისმა ჩემი საქმე აიღო. სამწუხაროა, რომ ნაცნობობის ჩარევა დამჭირდა, მაგრამ ძალიან საყვარელი ადვოკატი მყავდა, და 2013 წლის 23 ივლისს პროცესიც მოვიგე. დიდი მადლობა მას!

პოსტის მეორე ნაწილი <როგორ მივიღოთ ალიმენტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ - ნაწილი II>


















14 comments:

  1. ამ ყველაფერში ყველაზე რთულად 'ბავშვის მამასთან კომუნიკაცია' მომეჩვენა. შეიძლება ეგეცაა ერთერთი მიზეზი, დედები თავს რომ ანებებენ ბიოლოგიურ მამებთან ბრძოლას, საკუთარი ნერვების დაზოგვა ურჩევნიათ.

    ReplyDelete
    Replies
    1. ეგრეა. ხომ ხვდები რომ მანდ ყველაფერი ძაან მსუბუქად და მოკლედ მაქვს გადმოცემული :) ნახმარი ტანსაცმელი და კოლექციების შემოწმება ეგრე მშვიდად არ წამიკითხავს, ცხადია :) უბრალოდ, გადახარშვას ვახერხებდი, ვიცოდი, რომ მიზანი მქონდა.

      თუმცა, მაინც, რაცარუნდა წლები გავიდეს, ძნელია სრულიად უემოციოდ მიდგე, როდესაც თუნდაც მათი ჭკუით, ცდილობენ ზემოდან გადმოგხედონ :))

      მეორე ნაწილი უფრო საინტეერსო იქნება მაგ კუთხით, გავაგრძელებ ამ პოსტს მალე :)

      Delete
    2. ვხვდები, წარმოდგენაც არ მინდა, რაიმენაირი კომუნიკაცია მიწევდეს მათთან, ვისთანაც ჩემი ურთიერთობა ცუდად დასრულდა. ეს კი ის შემთხვევაა, როცა ვერ აცდები, არ შეიძლება, ბავშვია შუაში.

      ველი მეორე ნაწილს :)

      Delete
    3. მეორე ნაწილს შენი კომენტარით ვიწყებ :))

      Delete
  2. https://www.facebook.com/photo.php?fbid=462822963808842&set=pb.243915929032881.-2207520000.1375975162.&type=3&theater

    მსგავს სურათებს, მამასთან ერთადაც უნდა იღებდნენ, ან ორივესთან ერთად,
    შენთვის იდეა მაქვს, რამდენად მოგეწონება არვიცი, ანნა გედესის ფოტოსურათების მთავარი თემაა ბავშვები(ბავშვები ცალკე ან დედებთან ერთად) კარგი იქნებოდა მაგალითად თაკოსთან ერთად მსგავსი სურათები გადაგვეღო ოღონდ ბავშვები მამებთან ან მშობლებთან ერთად, ვიზუალიზაცია ერთგვარ თბილ ფონს შექმნიდა, თუ შეიძლება ესე ვუწოდოთ, მშობლების პასუხისმგებლობის ამაღლების საკითხში, რავიცი, თუ მოგეწონება i am with you , გამოფენასაც მოვიფიქრებთ:)))

    ReplyDelete
  3. Magari ideaa )) me da takos gvaqvs kidev erti fotoproeqtis idea sashemodgomod da amasac chavinishnav!

    ReplyDelete
  4. eg aucileblad gaaketet, mec siamovnebit shemogiertdebit da shesabamisi gaformebac sheizleba, musikit da performansit da satanado organizaciebis mowveva, bevri raxac damitrialda tavshi :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
  5. ძალიან კარგი ბლოგია. ამ მეტად აუცილებელ და საჭირბოროტო თემებზე გულწრფელად გაზიარებული გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისაც ეს ინფორმაცია ყველაზე მეტად სჭირდება. არ ვიცი, მოგეპოვებათ თუ არა ინფორმაცია, მაგრამ ალიმენტების საქმეზე ასევე მუშაობს საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროც http://nbe.gov.ge/index.php?sec_id=536&lang_id=GEO

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
    2. ლიკა, დიდი მადლობა. გადავხედე საიტს და დავამატე სიაში :)

      Delete
  6. ჩემმა მეგობარმა მოსთხოვა ალიმენტი თავის ყოფილ მეუღლეს, სასამართლოს ძალით დააკისრეს, მაგრამ მერე მამა რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ შეიტანა სარჩელი, რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტი შეუწყვიტეს და რაც აქამდე გადახდილი ქონდა უკან მოსთხოვეს, იმ საბაბით, რომ ქალს უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა. ასეთი პარადოქსებიც არსებობს.

    ReplyDelete
    Replies
    1. უცნაური ამბავია. ალიმენტი ხელფასის ოდენობაზე კი არა, იმაზე, თუ ვისთან იზრდება ბავშვი. მამასთან თუ იზრდებიან და დედა აქეთ ფულს ითხოვს – გასაგები ამბავია, მაგამ ბავშვები თუ დედასთან იზრდება, ხელფასის მიუხედავად არის მამა ვალდებული მონაწილეობა მიიღოს.

      საინტერესო ამბავია, ისე. უფრო მეტი დეტალებია საწირო – რა კანონის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

      Delete
    2. Здравствуйте
      Я гражданка Грузии. Мать-одиночка. Сыну 8 лет. Пока была возможность, растила сына самостоятельно и никогда не просила о помощи. Но год назад ситуация ухудшилась, и теперь мне бы очень не помешала помощь его отца.
      Меня очень заинтересовала тема алиментов, на будущий год собираюсь заняться этим всерьез, но пока нужна любая полезная информация. Нам еще предстоит ДНК анализ на отцовство... Я многое узнала из Вашего блога. Спасибо Вам, что так подробно все описываете и делитесь информацией. Могу ли я лично посоветоваться с Вами и обсудить конкретно мою ситуацию? Если да, то вот моя почта: maska_75@mail.ru
      Заранее благодарна за ответ.

      Delete